8 მაისს „თიბისი გალერეაში“ დავით კაკაბაძის საიუბილეო გამოფენა გაიხსნება
8 მაისს „თიბისი გალერეაში“ დავით კაკაბაძის საიუბილეო გამოფენა გაიხსნება

8 მაისს „თიბისი გალერეაში“ დავით კაკაბაძის საიუბილეო გამოფენა გაიხსნება.

რეტროსპექტიული გამოფენა მხატვრის შემოქმედებას რამდენიმე მიმართულებით აერთიანებს. ძირითადი აქცენტები მხატვრის იმ მხარეს შეეხება, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილია, მათ შორის: აბსტრაქტულ სერიებს, სამეცნიერო კვლევებს, კრიტიკულ წერილებს, ჩანახატებს და ცალკეულ პროექტებს.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის ოჯახის საკუთრებაში არსებული უნიკალაური არქივი. დამთვალიერებელს საშუალება ექნება დავით კაკაბაძე გაიცნოს როგორც მკვლევარი, მეცნიერი და ქართული იდენტობის ძიების მონაწილე.

დავით კაკაბაძე პროგრესული მრავალმხრივი და ნოვატორული ხერხების მქონე ავანგარდისტი მხატვარია, რომლის ნამუშევართა ნაწილს დამთვალიერებელი ამ დრომდე კარგად არ იცნობს და კვლევის საგანია.