78 წლის ასაკში „სამსუნგის“ ხელმძღვანელი ლი კუნ-ჰი გარდაიცვალა
FILE PHOTO: Samsung Group chairman Lee Kun-hee (C) arrives at a main office of the Federation of Korean Industries, the country' biggest business lobby group, to meet President-elect Lee Myung-bak with other businessmen in Seoul December 28, 2007. REUTERS/Han Jae-Ho/File Photo
„სამსუნგის“ ხელმძღვანელი ლი კუნ-ჰი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
ლი კუნ-ჰი ბოლო ექვსი წლის განმავლობაში გულის პრობლემების გამო საავადმყოფოში იმყოფებოდა.
წარმოშობით სამხრეთ კორეელი ლი კუნ-ჰი 21 მილიარდი დოლარის მფლობელი და ქვეყანაში ყველაზე მდიდარი ადამიანი იყო.
კომპანია „სამსუნგი“ ლი კუნ-ჰის მამამ, ლი ბიონ ჩხოლმა 1938 წელს დააარსა.
„როიტერი“ წერს, რომ გლობალური მასშტაბის წარმატებას კომპანიამ სწორედ ლი კუნ-ჰის დროს მიაღწია.