75-წლიანი ისტორიის განმავლობაში პირველად მსოფლიო ლიდერები გაერო-ს გენერალურ ასამბლეას არ დაესწრებიან
75-წლიანი ისტორიის განმავლობაში პირველად მსოფლიო ლიდერები გაერო-ს გენერალურ ასამბლეას არ დაესწრებიან

75-წლიანი ისტორიის განმავლობაში პირველად მსოფლიო ლიდერები გაერო-ს გენერალურ ასამბლეას არ დაესწრებიან. მიზეზად „კოვიდ-19“-ის პანდემია სახელდება.

როგორც გამოცემა „თაიმი“ წერს, როგორ და რა ფორმატით შეძლებს მსოფლიოს 193 ქვეყნის ლიდერი გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლას, ამის შესახებ მეტი ინფორმაცია ცნობილი მომდევნო ორი კვირის განმავლობაში გახდება.

გენერალური ასამბლეის თავმჯდომარის, ტიჯანი მუჰამედ ბანდეს განმარტებით, როგორც წესი, მსოფლიო ლიდერები ასამბლეაზე დელეგაციების თანხლებით ჩადიან, პანდემიის დროს კი, მსგავსი ვიზიტების ორგანიზება შეუძლებელია.