შვედეთის ელჩი საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილეს ზურაბ ჟვანიას სიტყვებით ეხმიანება
შვედეთის ელჩი საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილეს ზურაბ ჟვანიას სიტყვებით ეხმიანება

შვედეთის ელჩი საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილეს ზურაბ ჟვანიას სიტყვებით ეხმიანება. ულრიკ ტიდესტრომი „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე წერს, რომ საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის  მიერ ევროსაბჭოში წარმოთქმული სიტყვები დღესაც აქტუალურია.

„მე ვარ ქართველი და მაშასადამე ვარ ევროპელი“, – ეს ცნობილი სიტყვები, 20 წლის წინ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ზურაბ ჟვანიამ წარმოთვქა მაშინ, როდესაც საქართველო ევროსაბჭოში გაწევრიანდა. ეს სიტყვები დღესაც აქტუალურია“, – წერს შვედეთის ელჩი საქართველოში.