72 წლის ფრანგმა მოგზაურმა ატლანტის ოკეანე კასრით გადაცურა
72 წლის ფრანგმა მოგზაურმა ატლანტის ოკეანე კასრით გადაცურა

72 წლის ფრანგმა მოგზაურმა ატლანტის ოკეანე კასრით გადაცურა. ჟან ჟაკ სავენის თქმით, მისი მოგზაურობა 122 დღე და 9 საათი გაგრძელდა.

27 აპრილს სავენი კარიბის ზღვის აკვატორიაში აღმოჩნდა. როგორც თავად სავენი ამბობს, ახლა ის პორტს ეძებს, სადაც კასრიდან გამოსვლას შეძლებს. ახლა ის ფლორიდის მიმართულებით მიცურავს.

სავენის მოგზაურობა შარშან კანარის კუნძულებიდან დაიწყო. კასრი, რომელშიც ის ატლანტის ოკეანეში დაცურავდა, სიგრძეში სამი მეტრია, ხოლო დიამეტრი ორ მეტრს აღწევს. კასრი ძრავით არ არის აჭურვილი, ის მხოლოდ ქარისა და ოკენის დინების ძალით მიცურავდა.

როგორც ფრანგი მოგზაური ამბობს, მომავალში ის ამავე გზით ლა მანშის სრუტის გადაცურვას გეგმავს.