7 წლის ნიკოლოზ ბაბელაძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება
7 წლის ნიკოლოზ ბაბელაძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება.
ოჯახის ინფორმაციით, მას იშვიათი გენეტიკური დაავადება – დუშენის კუნთოვანი დისტროფია დაუდგინდა. აღნიშნული დაავადების დამახასიათებელია კუნთების ატროფია (განლევა) და სისუსტე.
ოჯახის განცხადებით, ბავშვი საჭიროებს ელევიდისის (Elevidys) თერაპიას, რომელიც არის პირველადი გენური თერაპია და ერთჯერადი ინფუზიით დისტროფინის მიკროდისტროფინ ვერსიას აწვდის კუნთებს. მათივე თქმით, თერაპიის ღირებულება 3 მილიონი დოლარია.
დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ ანგარიშებზე:
🔸საქართველოს ბანკი: GE36BG0000000537464455
🔹თიბისი ბანკი: GE26TB7176445064300064
მიმღები: დედა – გაია ბაბელაძე