7 სექტემბრის სანაკრებო განრიგი ცნობილია - ვაისი პრესკონფერენციას გამართავს
7 სექტემბრის სანაკრებო განრიგი ცნობილია - ვაისი პრესკონფერენციას გამართავს

ესტონეთიდან დაბრუნებული საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრას თბილისში გამართავს. 8 სექტემბერს, ვლადიმირ ვაისის გუნდი „დინამო არენაზე“ ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება.

ცნობილი გახდა 7 სექტემბრის განრიგი – მატჩამდე ბოლო ვარჯიშს ორივე ნაკრები შეხვედრის მასპინძელ „დინამო არენაზე“ ჩაატარებს.

17:00 საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვლადიმირ ვაისის პრესკონფერენცია.

17:30 საქართველოს ნაკრების ვარჯიში.

18:30 ჩრდილოეთ მაკედონიას ნაკრების მთავარი მწვრთნელის, იგორ ანგელოვსკის პრესკონფერენცია.

19:00 ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების ვარჯიში.

„დინამო არენაზე“ დაგეგმილ ორივე ნაკრების სავარჯიშო პროცესს, საწყისი 15 წუთის განმავლობაში დაესწრებიან მხოლოდ აკრედიტებული მედიის წარმომადგენლები. უეფას რეგულაციების თანახმად, მათი რაოდენობა შეზღუდულია. სტადიონზე შესვლის პროცედურის შესახებ, მედიის წარმომადგენლები დამატებით ინფორმაციას მიიღებენ.

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), საბა კვირკველია (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), ნიკა მალი (საბურთალო, თბილისი), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი), დავით კობოური (დინამო, თბილისი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი (ორივე – ტობოლი, ყაზახეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), გიორგი აბურჯანია (ტვენტე, ჰოლანდია), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, კვიპროსი), ზურიკო დავითაშვილი (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, კვიპროსი), ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი), ლევან შენგელია (ქონიასპორი, თურქეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, თურქეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი)

საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირება „დინამო არენაზე“ 8 სექტემბერს 20:00 საათზე გაიმართება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. შეგახსენებთ, რომ უეფას გადაწყვეტილებით, სექტემბერში დაგეგმილი ეროვნულ ნაკრებთა მატჩები მაყურებლის გარეშე ჩატარდება.