7 ოქტომბრის მოვლენებიდან 700 დღის გასვლასთან დაკავშირებით, ღაზაში მყოფი მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით, ისრაელში საპროტესტო აქცია იმართება
7 ოქტომბრის მოვლენებიდან 700 დღის გასვლასთან დაკავშირებით, ღაზაში მყოფი მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით, ისრაელში საპროტესტო აქცია იმართება

7 ოქტომბრის მოვლენებიდან 700 დღის გასვლასთან დაკავშირებით, ღაზაში მყოფი მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით, ისრაელში საპროტესტო აქცია იმართება. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელის მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, დემონსტრაციები მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებმა ისრაელის სხვადასხვა ქალაქში გზატკეცილები გადაკეტეს. თელ ავივში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დემონსტრანტები აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს მიმართავენ თხოვნით, რომ მძევლების დაბრუნებაში დაეხმაროს.

აქციის მონაწილეებმა ერთ-ერთ გზატკეცილზე დონალდ ტრამპისა და ბენიამინ ნეთანიაჰუს ინსტალაცია დახატეს წარწერით: „გსურთ გადარჩენა?! გადაარჩინეთ! ნუ ლაპარაკობთ!“

დღის განმავლობაში დაგეგმილია დამატებითი საპროტესტო აქციები, მათ შორის, იერუსალიმში, პრეზიდენტის რეზიდენციის წინ.

ცნობისთვის, 2023 წლის 7 ოქტომბერს დაჯგუფება „ჰამასმა“ ისრაელის წინააღმდეგ თავდასხმა განახორციელა და მძევლად 250 ადამიანი აიყვანა.