7 ნოემბერი იყო წინა ხელისუფლების უმძიმესი შეცდომა, დანაშაულის ნიშნებიც იკვეთებოდა, ამ მოვლენებს მოჰყვა რეგიონში უპრეცედენტო ფაქტი, სააკაშვილმა დატოვა პოსტი
7 ნოემბერი იყო წინა ხელისუფლების უმძიმესი შეცდომა, დანაშაულის ნიშნებიც იკვეთებოდა, ამ მოვლენებს მოჰყვა რეგიონში უპრეცედენტო ფაქტი, სააკაშვილმა დატოვა პოსტი

7 ნოემბერი იყო უმძიმესი შეცდომა წინა ხელისუფლების, დანაშაულის ნიშნებიც იკვეთებოდა, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

„შეგახსენებთ, ამ მოვლენებს მოჰყვა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და რეგიონში უპრეცედენტო ფაქტი, როდესაც სააკაშვილმა დატოვა პოსტი და ვადამდელი არჩევნები დანიშნა. ამაზე უფრო მწვავე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მომხდარზე რთულად წარმომიდგენია.

შესაბამისად, დიახ ნამდვილად იყი შეცდომა, ნამდვილად იყო მძიმე ფურცელი ჩვენს ისტორიაში, რომელსაც შესაბამისად უპასუხა მაშინდელმა ხელისუფლებამ. განსხვავებით 20 ივნისისგან, როდესაც 20 ივნისის მოძალადე მთავარი ავტორი ბატონი გახარია რამდენიმე კვირაში დანიშნეს პრემიერ-მინისტრად“,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.