7 ადგილით მაღლა მსოფლიო რეიტინგში, 38-ე ევროპაში - საქართველოს ნაკრებს ნოემბერში მოგებები დაუფასდა #1TVSPORT
7 ადგილით მაღლა მსოფლიო რეიტინგში, 38-ე ევროპაში - საქართველოს ნაკრებს ნოემბერში მოგებები დაუფასდა #1TVSPORT

შვედეთთან (2:0) და უზბეკეთთან (1:0) ნოემბერში ორი მოგება საქართველოს ნაკრებზე დადებითად აისახა და „ჯვაროსნები“ ფიფა-ს რეიტინგში 7 საფეხურით დაწინაურდნენ. საქართველოს ნაკრები ოქტომბერში 1243.88 ქულით 93-ე ადგილზე იყო, ახლა კი 25 ქულა დაამატა და 86-ე ადგილზე დაწინაურდა.

ფიფა-ს რეიტინგის საუკეთესო ათეული ასე გამოიყურება

1. ბელგია 1828.45

2. ბრაზილია 1826.35

3. საფრანგეთი 1786.15

4. ინგლისი 1755.52

5. არგენტინა 1750.51

6. იტალია 1740.77

7. ესპანეთი 1704.75

8. პორტუგალია 1660.25

9. დანია 1654.54

10. ნიდერლანდები 1653.73

———————————

86. საქართველო 1269.24

რაც შეეხება უეფა-ს რეიტინგს, საქართველო 38-ე პოზიციაზეა, საუკეთესო ათეული კი ასეთია

1. ბელგია 1828.45

2. საფრანგეთი 1786.15

3. ინგლისი 1755.52

4. იტალია 1740.77

5. ესპანეთი 1704.75

6. პორტუგალია 1660.25

7. დანია 1654.54

8. ნიდერლანდები 1653.73

9. გერმანია 1648.33

10. შვეიცარია 1642.83

————————————–

38. საქართველო 1269.24

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფის რეიტინგიც დაგაინტერესებთ, სადაც გუნდები ზუსტად რეიტინგის მიხედვით განლაგდნენ

5. ესპანეთი 1704.75

18. შვედეთი 1588.26

55. საბერძნეთი 1422

86. საქართველო 1269.24

111. კოსოვო 1163.05