7-9 ოქტომბერს საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი
7-9 ოქტომბერს საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 7-8 ოქტომბერს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში 24, 29, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 21, 26 გრადუსამდე მოიმატებს.

სინოპტიკოსების პროგნოზით, 9 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში იწვიმებს, ზოგან ძლიერად. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში 18, 23 გრადუსამდე დაიკლებს. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 10 ოქტომბერს ისევ გამოიდარებს.

თბილისში ღამისა და საღამოს საათებში შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა 22, 24 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. 7 და 9 ოქტომბერს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.