7-8 ოქტომბერს ხაშურის შემოვლითი გზის დასავლეთის მიმართულებაზე მოძრაობა შეიზღუდება
7-8 ოქტომბერს ხაშურის შემოვლითი გზის დასავლეთის მიმართულებაზე მოძრაობა შეიზღუდება

7-8 ოქტომბერს ხაშურის შემოვლითი გზის დასავლეთის მიმართულებაზე მოძრაობა შეიზღუდება – ამის შესახებ აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღმოსავლეთ-დასავლეთის E60 ავტომაგისტრალის მშენებლობის ფარგლებში, ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის მონაკვეთის ახალ გახსნილ ავტობანზე (ხაშურის შემოვლითი საავტომობილო გზა) №5 (LS) ხიდის გახსნის ღონისძიებებისთვის, საჭიროა კოჭის ამწევი მექანიზმის გადაადგილება. რის გამოც, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 120-ე კმ-ზე მდებარე აგარების სატრანსპორტო კვანძიდან 135-ე კმ-ზე მდებარე სურამის სატრანსპორტო კვანძამდე მონაკვეთის დასავლეთის მიმართულებაზე, 2020  წლის  7 ოქტომბრის 21:00 საათიდან 8 ოქტომბრის  08:00 საათამდე იკრძალება ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო, აღმოსავლეთის მიმართულებაზე მოძრაობა თავისუფალია.

დროის აღნიშნულ პერიოდში, დასავლეთის მიმართულებაზე მოძრავი ავტოტრანსპორტი გადაერთვება საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის ძველ საავტომობილო გზაზე, ხაშურის გავლით.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

დატოვე კომენტარი