62-ე საარტილერიო ბატალიონმა საველე წვრთნები დაასრულა
62-ე საარტილერიო ბატალიონმა საველე წვრთნები დაასრულა

შოთა ხურციძის სახელობის საწვრთნელ ცენტრ „ორფოლოში“ მე-6 საარტილერიო ბრიგადის 62-ე საარტილერიო ბატალიონის ამოცანაზე ორიენტირებული საველე წვრთნები დასრულდა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საარტილერიო ბატალიონმა წვრთნების დასკვნითი ეტაპი შემაჯამებელი საბრძოლო სროლებით დაასრულა.

დასკვნით საველე სწავლებაში მე-6 საარტილერიო ბრიგადის სამმა რეაქტიულმა ბატარეამ წინასწარ განსაზღვრულ რაიონში 32-ე ბატალიონს (ვირტუალური ქვედანაყოფი) საარტილერიო საცეცხლე მხარდაჭერა გაუწია და პირობითი მოწინააღმდეგე გაანადგურა. საბრძოლო სროლებში 122 მმ-იანი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა RM-70 ტიპის საარტილერიო დანადგარები მონაწილეობდნენ.

10-დღიანი წვრთნების მიზანი 62-ე საარტილერიო ბატალიონის დაქვემდებარებული  ქვედანაყოფების საბრძოლო მზადყოფნის დონის ამაღლება, საბრძოლო ელემენტების ურთიერთშერწყმა და კოორდინირებული მოქმედებების დახვეწა იყო.