61 წლის ასაკში ვიეტნამის პრეზიდენტი გარდაიცვალა
61 წლის ასაკში ვიეტნამის პრეზიდენტი გარდაიცვალა

ვიეტნამის პრეზიდენტი ჩან დაი კუანგი 61 წლის ასაკში გარდაიცვალა.

როგორც ვიეტნამის სახელმწიფო მედია იტყობინება, ჩან დაი კუანგი სერიოზული დაავადების შედეგად, ადგილობრივი და უცხოელი ექიმების ძალისხმევის მიუხედავად, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ჩან დაი კუანგი ვიეტნამის პრეზიდენტის თანამდებობას 2016 წლის აპრილიდან იკავებდა. კარიერის დასაწყისში ის ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა, საიდანაც საზოგადოებრივი უსაფრთხების სამინისტროში გადავიდა, მოგვიანებით კი, აღნიშნულ უწყებას სათავეში ჩაუდგა.

ვიეტნამის პრეზიდენტი უკანასკნელად საჯაროდ 11 სექტემბერს ინდონეზიის პრეზიდენტთან შეხვედრისას გამოჩნდა. სააგენტო Reuters-ის ცნობით, კუანგი სტუმრის მიღების ოფიციალური ცერემონიის დროს შეუძლოდ გამოიყურებოდა.

ვიეტნამში პრეზიდენტს ძირითადად ცერემონიალური როლი აკისრია.