60 წლის ქალის გარდაცვალებაში ოჯახის წევრები ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მედპერსონალს ადანაშაულებენ
60 წლის ქალის გარდაცვალებაში ოჯახის წევრები ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მედპერსონალს ადანაშაულებენ

გარდაცვლილი 60 წლის ქალის ოჯახის წევრები ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მედპერონალს პაციენტის მიმართ უყურადღებობაში ადანაშაულებენ.

გარდაცვლილი პაციენტის დის ინფორმაციით, ქალი 17 თებერვალს ხონში მდებარე ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან ქუთაისის „ჰოსპიტალ სერვისში” გადაიყვანეს და ის დღეს გარდაიცვალა.

გარდაცვლილის ოჯახის წევრი ამბობს, რომ ფსიქიატრიული დაწესებულებიდან ქუთაისის კლინიკაში გადაყვანისას 60 წლის ქალი ნაცემი იყო.

„ჩემი და იყო ნაცემი, ნაწამები, ყურმოგლეჯილი. ამას ასე არ დავტოვებთ”,- თქვა პაციენტის დამ, ნინო ბიგვავამ.

კლინიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი პასუხად აცხადებენ, რომ ქალმა დაზიანებები წაქცევის შედეგად მიიღო.