60-მდე დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში გადაეცემა
60-მდე დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში გადაეცემა

თბილისში, ალექსიძის ქუჩაზე მცხოვრებ 60-მდე დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში გადაეცემა, – ამის შესახებ აღნიშნულია დევნილთა სააგენტოს ინფორმაციაში.

დევნილთა სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, დაკანონების პროცედურები უკვე დაიწყო და 2021 წლის დასაწყისში დევნილი ოჯახები ბინების მესაკუთრეები გახდებიან.

„დევნილები ამ შენობაში წლებია ცხოვრობენ, თუმცა, ამ დრომდე, მათ არ ჰქონდათ საკუთრებისა და სტაბილურობის განცდა. დაკანონების პროცესი დევნილებს შესაძლებლობას მისცემს საცხოვრებელი ფართები თავისი სურვილის შესაბამისად განკარგონ. მინდა მივულოცო დევნილებს დამდეგი შობა და ახალი წელი და საკუთარ სახლებში ბედნიერი ცხოვრება ვუსურვო“, – განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.

დევნილთა სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წელს, ჯამში, მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში 1 900-ზე მეტ იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გადაეცა.

დატოვე კომენტარი