6 თებერვალს ყარაბაღში შეხების ხაზზე მონიტორინგი ჩატარდება
6 თებერვალს ყარაბაღში შეხების ხაზზე მონიტორინგი ჩატარდება

ეუთო-ს თავმჯდომარის პირადი წარმომდგენლის მანდატის შესაბამისად, 6 თებერვალს ყარაბაღში შეხების ხაზზე მონიტორინგი ჩატარდება. ინფორმაციას აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების მიზნით, ბაქოში ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე აშშ-დან, ენდრიუ შეფერი ჩავიდა. თანათავმჯდომარეები იგორ პოპოვი რუსეთიდან და სტეფან ვისკონტი საფრანგეთიდან  ბაქოში 6 თებერვალს ჩავლენ. ძირითადი შეხვედრები 7 თებერვალს გაიმართება.

ბაქოში შეხვედრების შემდეგ თანათავმჯდომარეები ერევანში გაემზავრებიან. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან ეუთო-ს თანათავმჯდომარეების ბოლო შეხვედრა პოლონეთის ქალაქ კრაკოვში, 18 იანვარს გაიმართა.

აზერბიჯანსა და სომხეთს შორის კონფლიქტი ყარაბაღში 1988 წელს დაიწყო. მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 1994 წელს გაფორმდა.