6 ოქტომბერს წლის შეხვედრა ბათუმში გაიმართება - სფფ-ს გენმდივანი საინტერესო მატჩის მოლოდინშია
6 ოქტომბერს წლის შეხვედრა ბათუმში გაიმართება - სფფ-ს გენმდივანი საინტერესო მატჩის მოლოდინშია

დავით მუჯირმა კომენტარის გაკეთება არ ისურვა კლუბ „საბურთალოს“ იმ განცხადებაზე, სადაც მოქმედი ჩემპიონი თბილისის „დინამოსთან“ წაგებისთვის პასუხისმგებლობა შეხვედრის არბიტრს აკისრებდა.

ამის ნაცვლად, ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა „კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ ფინიშზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ჩემპიონატის ფინიში დამაინტრიგებელია.

„კარგია, ჩემპიონატი ასეთი დაძაბული რომ გამოვიდა და პირველობისთვის სამი გუნდი იბრძვის. ორ დღეში, ალბათ, ჩემპიონატის მთავარი შეხვედრა გაიმართება ბათუმში, სადაც ყველამ იცით, ბოლო წლებში ფეხბურთისადმი ინტერესი ძალიან გაიზარდა. ყველა იმის მოლოდინში ვართ, რომ ძალიან საინტერესო შეხვედრას ვიხილავთ და ჩემპიონი ღირსეულ ბრძოლაში გამოვლინდება“, – ამბობს სფფ-ს გენერალური მდივანი.