6 ივლისიდან ნებადართული ხდება იმ პროფესიული სასწავლებლის მუშაობა, რომლებმაც გაიარეს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის შემოწმება
6 ივლისიდან ნებადართული ხდება იმ პროფესიული სასწავლებლის მუშაობა, რომლებმაც გაიარეს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის შემოწმება

6 ივლისიდან ნებადართული ხდება იმ პროფესიული სასწავლებლის მუშაობა, რომლებმაც გაიარეს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის მიერ შემოწმება და მიიღეს დადებითი დასკვნა, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ განაცხადა.

როგორც ბექა ფერაძემ აღნიშნა, უკვე დაწყებულია სექტორის შემოწმება და მომდევნო ორშაბათამდე ეს პროცესი სრულად იქნება დასრულებული.

„გარდა ამისა, ტრენინგცენტრები, როგორც იცით, მხოლოდ ღია სივრცეებში იყო ნებადართული და მომდევნო ორშაბათიდან, ყველა ტიპის ტრენინგი და კონფერენცია, მათ შორის დახურულ სივრცეებში, იქნება ნებადართული. პროტოკოლი ამ მიმართულებით დღეს უკვე ჯანდაცვის სამინისტროს მიერ იქნება გამოქვეყნებული. რაც შეეხება მოთხოვნებს, თუ რას უნდა აკმაყოფილებდეს კონფერენცია-ტრენინგი დახურულ სივრცეში, ეს არის, რომ ყოველ ხუთ კვადრატულ მეტრზე უნდა ხდებოდეს ერთი ადამიანის დაშვება. თუ ვერ ხერხდება შესაბამისი დისტანციის დაცვა, აუცილებელი იქნება ნიღბის გამოყენება და ჯგუფური ვარჯიშისას, შესაბმისად, როდესაც ადამიანების კონცენტრირება ხდება ერთ სამუშაო სივრცეში, სახის ფარი იქნება სავალდებულო მოთხოვნა. გარდა ამისა, ძირითადი რეკომენდაციები, რომელიც თქვენთვის კარგად არის ცნობილი, დეზინფექცია და სხვადასხვა პრევენციული ღონისძიება, როგორიც არის ტემპერატურის სკრინინგი და ასე შემდგომ, კვლავ რჩება ძალაში“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.