6-8 იანვარს დასავლეთ საქართველოში თბილი და უნალექო, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში ცივი და ზოგან ნისლიანი ამინდია მოსალოდნელი
6-8 იანვარს დასავლეთ საქართველოში თბილი და უნალექო, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში ცივი და ზოგან ნისლიანი ამინდია მოსალოდნელი

6-8 იანვარს დასავლეთ საქართველოში თბილი და უნალექო, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში ცივი და ზოგან ნისლიანი ამინდია მოსალოდნელი, – ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში აღნიშნული.

„6-8 იანვარს დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობში დღის საათებში +13, +18 გრადუსი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოშიც უნალქო, მაგრამ შედარებით ცივი და ზოგან ნისლიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ბარში დღის საათებში +5, +10 გრადუსი დაფიქსირდება.

შობის ღამეს ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +4, +9, მთაში -5, 0, მაღალ მთაში -10, -5, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში -6, -1, მთაში -10, -5, მღალმთაში -13, -8 გრადუსი იქნება“, – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

მათივე ცნობით, თბილისშიც უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა შობის ღამეს 0, -2 გრადუსი დაფიქსირდება, დღისით კი ჰაერი +6, +8 გრადუსამდე გათბება.

დატოვე კომენტარი