6 აპრილის ღამის 23:00 საათიდან 7 აპრილის საღამოს 19:00 საათამდე თბილისის რამდენიმე ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდება

21:57, 05.04.2021

მუხრან მაჭავარიანის ქუჩაზე ახალი გზის პროექტის ფარგლებში მაგისტრალური წყალსადენების მეწყრული პროცესებისგან დაცვისა და უსაფრთხოების მიზნით თბილისის მერიის მიერ  მიმდინარე სამუშაოების პარალელურად,  „ჯორჯიან უოთერ ენდ  ფაუერი“, ხვალ, 6 აპრილს ღამის 23:00 სთ-დან 7 აპრილის საღამოს 19:00 სთ-მდე წყალმომარაგების ახალ ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

„იმისთვის, რომ მაგისტრალური ქსელი მაქსიმალურად იყოს დაზღვეული  დაზიანებისგან და საფრთხე არ შეექმნას დედაქალაქის სტაბილურ წყალმომარაგებას, კომპანია  თანამედროვე სტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელ ურდულებს დაამონტაჟებს. არსებულ არეალში სამუშაოების სპეციფიკიდან და წყალსადენის ქსელის მასშტაბიდან გამომდინარე, „ჯივიპი“ სამუშოებს რამდენიმე ეტაპად ჩაატარებს. პირველ ეტაპზე, მაჭავარიანის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში, წყალმომარაგების ახალ ქსელზე  ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულების დამონტაჟებისთვის აუცილებელია  მაგისტრალური ქსელის  წყლისგან დაცლა, რის გამოც,  6 აპრილის ღამის 23:00 საათიდან 7 აპრილის საღამოს 19:00 საათამდე  წყალმომარაგება შეეზღუდება:

ვაკე-საბურთალოს რაიონში:

გელოვანის გამზირს, ჩიქოვანის, ბუდაპეშტის, ლვოვის ქუჩების ნაწილს, ზაქარიაძის ქუჩებს. ვაჟა-ფშაველას I-VII კავრტლებს, ვაჟა-ფშაველას და ყაზბეგის გამზირს ნაწილს, ნუცუბიძის ქუჩის ნაწილს, ნუცუბიძის I-V მ/რ-ებს, რამაზ ჩხიკვაძის, მინდელის, შავგულიძის, სანდრო ეულის, ზურაბ ანჯაფარიძე, ქავთარაძის, ძოწის,  პოლიტკოვსკაიას,  თავხელიძის, დელისის, თვალჭრელიძის და მიმდებარე ქუჩებს, თხინვალას  I და II აგარაკებს, წყნეთის გზატკეცილს, უჩანეშვილის და მიმდებარე ქუჩებს.

დიღომი 7: ფერაძის, ციციშვილის, ძნელაძის, სოლოღაშვილის და მიმდებარე ქუჩებს. მუხათგვერდის, დასახლებას.

სოფელ დიღომში: სვეტიცხოვლის, ანდრონიკაშვილის, შერმადინის, გიორგი ბრწყინვალეს, რუსთაველის, ჯავახიშვილის, ბერი გობრონის და მიმდებარე ქუჩებს.

ზაჰესში: წინამძღვრიშვილის, ჭიჭინაძის, თავისუფლების, კეცხოველის, მაყაშვილის, ცქიტიშვილის, ყაზბეგის, ავჭალის, ზინკარის, მუხათგვერდის და რეაქტორის ქუჩებს.

ქალაქ მცხეთას, ნატახტარს,  წიწამურს და წეროვანის დასახლებას.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით – http://www.gwp.ge, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი