ტერეზა მეი - ჩემი გადაყენების შემთხვევაში, ბრექისტი არ გაიოლდება
ტერეზა მეი - ჩემი გადაყენების შემთხვევაში, ბრექისტი არ გაიოლდება

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ოპონენტებს უპასუხა. ტერეზა მეის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მას თანამდებობიდან გადააყენებენ, ბრექსიტის პროცესი არ გაადვილდება.

მისივე თქმით, მომდევნო კვირა ქვეყნისთვის გადამწყვეტი იქნება.

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს კონსერვატიული პარტიის წევრთა ნაწილი გადადგომისკენ მოუწოდებს და უნდობლობის გამოცხადებით ემუქრება. ამის მიზეზი ბრექსიტის სამოქმედო გეგმაა, რომელიც ტერეზა მეიმ გასულ კვირას წარადგინა.

პროტესტის ნიშნად რამდენიმე მინისტრმა თანამდებობა დატოვა. ბრიტანეთის მთავრობის მეთაურის წინააღმდეგ გამოდის ოპოზიციაც. ლეიბორისტები ამბობენ, რომ ევროკავშირთან ბრექსიტის პირობებზე უკეთესი შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია.

ერთ-ერთი მთავარი სადავო საკითხი ჩრდილოეთ ირლანდიასთან ფიზიკური საზღვრის შესაძლო აღდგენაა.

ტერეზა მეის მიერ წარდგენილ ბრექსიტის სამოქმედო გეგმას მომავალ კვირას დიდი ბრიტანეთის პარლამენტში უყრიან კენჭს. შემდეგ კი, მას ევროკავშირის წევრი ქვეყნები განიხილავენ.