მექსიკური დორადოსის მთავარმა მწვრთნელმა, ლეგენდარულმა არგენტინელმა დიეგო მარადონამ დაამტკიცა, რომ ჯერაც არ დაუკარგავს თავისი უნიკალური საფეხბურთო თვისებები.
58 წლის დიეგომ, მოკლე გამორბენის შემდეგ, პირდაპირ კუთხურიდან დარტყმით აკურატულად ჩასვა ბურთი შორეულ კუთხეში.
დიეგო მარადონა დორადოსს 2018 წლის ზაფხულიდან ავარჯიშებს, მაგრამ ამ სეზონის შემდეგ კლუბის დატოვება აქვს განზრახული.