პოლიციელი, რომელსაც ზაზა სარალიძემ პარლამენტთან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ინგოროყვას კლინიკაში რჩება
პოლიციელი, რომელსაც ზაზა სარალიძემ პარლამენტთან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ინგოროყვას კლინიკაში რჩება

პოლიციელი, რომელსაც ზაზა სარალიძემ პარლამენტთან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ინგოროყვას კლინიკაში რჩება.

ექიმ კონსტანტინე მუმლაძის ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა დამაკმყოფილებელია.

„არის თავის ტვინის შერყევა, მკურნალობა მიმდინარეობს. არ ვიცით როდის მოხდება მისი გაწერა“, – განაცხადა ექიმმა.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს განყოფილების თანამშრომელი კლინიკაში გუშინ გადაიყვანეს.

შსს-ს განცხადებით, რუსთაველის გამზირზე ჯოხით შეიარაღებული ზაზა სარალიძე თავს დაესხა პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ. უწყების ცნობით, ზაზა სარალიძემ პოლიციელთა მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება სასწრაფო დახმარების ავტომანქანაში განაგრძო, რომელიც რუსთაველის გამზირზე პოლიციისთვის სამედიცინო დახმარების გასაწევად მივიდა.  შსს-მ ფაქტის ამსახველი ვიდეოც გაავრცელა.