519 წუთი უგოლოდ – უნაი სიმონმა მსოფლიო ჩემპიონატების რეკორდი დაამყარა #1TVSPORT

01:27, 03.07.2026

ესპანეთის ნაკრების მეკარემ, უნაი სიმონმა მსოფლიო ჩემპიონატებზე გოლი ბოლოს 2022 წლის ჯგუფურ ეტაპზე იაპონიასთან გაუშვა. მას მერე ეს მეკარე კარს მშრალად ინახავს. ასე მოხდა მიმდინარე მუნდიალზე ავსტრიასთანაც. შესაბამისად, სიმონს უკვე 519 წუთია, გოლი არ გაუშვია. ეს მსოფლიო რეკორდია!

ამ მატჩამდე ესპანეთის ნაკრების რეკორდსმენი იკერ კასილიასი იყო, რომელმაც კარი მშრალად 476 წუთის განმავლობაში შეინახა. მსოფლიო ჩემპიონატების რეკორდსმენს, იტალიელ ვალტერ ძენგას კი უგოლო სერია 517 წუთის განმავლობაში ჰქონდა (1990 წლის მუნდიალზე).

სიმონმა ორივეს გადაასწრო – მას, როგორც მოგახსენეთ, 519 „მშრალი“ წუთი აქვს.

რამდენ ხანს გაგრძელდება ეს სერია, ამას მომავალი გვიჩვენებს. ესპანეთს უახლოესი მატჩი 6 ივლისს ელის – პორტუგალიასა და ხორვატიას შორის გამარჯვებულს შეხვდება.

მსგავსი