თურქეთში ცხრა ადამიანს 101 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
თურქეთში ცხრა ადამიანს 101 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

თურქეთში ცხრა ადამიანს 101 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მათ ბრალი ედებათ 2015 წელს განხორციელებულ ტერაქტში მონაწილეობაზე. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი სააგენტო Anadolu ავრცელებს.

2015 წლის 10 ოქტომბერს ანკარაში ორი აფეთქება მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტებმა განახორციელეს.

ტერაქტის შედეგად 102 ადამიანი დაიღუპა, 300-ზე მეტი დაშავდა.