51-ე სკოლაში მომხდარი სიტყვიერი შელაპარაკების საქმეზე, სკოლის მანდატურების გამოკითხვა მიმდინარეობს
51-ე სკოლაში მომხდარი სიტყვიერი შელაპარაკების საქმეზე, სკოლის მანდატურების გამოკითხვა მიმდინარეობს

ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოს მესამე განყოფილებაში 51-ე საჯარო სკოლის მანდატურების გამოკითხვა მიმდინარეობს. როგორც პირველი არხის კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, გამოკითხვაზე ამ დროისთვის ერთი პირი რჩება.

​​პირველი არხის ინფორმაციით, გამოკითხვა სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე დღისით მომხდარ სიტყვიერ დაპირისპირებას უკავშირდება. ინციდენტი სკოლის ორ უფროსკლასელ მოსწავლეს შორის მოხდა. უთანხმოებას ფიზიკური დაპირისპირება არ მოჰყოლია.

პირველი არხის ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოიკითხნენ თავად მოსწავლეებიც.