4 ოქტომბრის საქმე – საპროცესო შეთანხმება
4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ კიდევ ოთხ პირს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ – კახა მჟავანაძე, დავით სტურუა, დავით ჟღენტი და კოტე კოკაია საპატიმროს ორ კვირაში დატოვებენ. პირობითი პატიმრობის ვადად კი ორი წელი განესაზღვრათ. მეხუთე ბრალდებულის, ია დარახველიძის მიმართ 5-წლიანი პატიმრობა ძალაში დარჩა. საპროცესო შეთანხმების საფუძველი აღიარება და დანაშაულის მონანიება გახდა. მათ პროკურატურას თავად მიმართეს შეთანხმების მოთხოვნით. პროკურორის განცხადებით, სამოცზე მეტი პირიდან საპროცესოთი 50-მდე ადამიანია გათავისუფლებული.