5 მარტის შემდეგ აღმოსავლეთ ღუტაში სირიის სამთავრობო ავიაციის დაბომბვებს 70-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა
5 მარტის შემდეგ აღმოსავლეთ ღუტაში სირიის სამთავრობო ავიაციის დაბომბვებს 70-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

5 მარტის საღამოს შემდეგ აღმოსავლეთ ღუტაში სირიის სამთავრობო ავიაციის დაბომბვებს 70-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

სირიის ხელისუფლება დამასკოს მახლობლად მდებარე ტერიტორიას უკვე მე-16 დღეა ბომბავს. სირიაში გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ დაწესებული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი და რუსეთის ინიცირებული ყოველდღიური „ჰუმანიტარული პაუზა“ არ სრულდება.

5 მარტს დაბომბვები მცირე პაუზის შემდეგ განახლდა. სიჩუმის რეჟიმის დროს აღმოსავლეთ ღუტაში წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციების ხელმძღვანელობით 46-მა ავტომობილმა ჰუმანიტარული დახმარება შეიტანა.

ტერიტორია სირიის ხელისუფლებას 2013 წლის შემდეგ ალყაში აქვს მოქცეული და მთავრობის კონტროლირებული პუნქტების გავლა გაეროს შუამავლობით მოხდა. საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციების თანამშრომლები აცხადებენ, რომ ტვირთის დიდი ნაწილი სირიის არმიამ ჩამოართვათ.