მიმდინარე წლის 5 მაისს, უკვე მეორედ, ფოთი ქალაქის დღეს იზეიმებს, რომელიც საკათედრო ტაძრის დღესთან ერთად, კვირაცხოვლობას აღინიშნება.
დღესასწაულის ფარგლებში სხვადასხვა შინაარსის კულტურული და სპორტული ღონისძიებაა დაგეგმილი.
„წლევანდელი ზეიმის პროგრამა მრავალფეროვანია. საკათედრო ტაძარში ჩატარდება საზეიმო წირვა, ცენტრალურ პარკში გაიმართება გამოფენები, ბათუმის საზღვაო აკადემიის ბენდისა და ადგილობრივი ფოლკლორული და საესტრადო ანსამბლების კონცერტი, ადგილობრივი ბენდების იმპროვიზირებული გამოსვლები“, – აღნიშნა ქალაქის მერმა, გოჩა კურდღელიამ.
მისი თქმით, ფოთსა და ბათუმის საზღვაო აკადემიას შორის გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.
ღონისძიებებს ფოთთან დამეგობრული ქალაქების ხელმძღვანელები და სხვა სტუმრები დაესწრებიან.