5 ივლისამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი
გარემოეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 5 ივლისამდე საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა.
ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +29, +34, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +32, +37 გრადუსი იქნება.
რაც შეეხება დედაქალაქს, სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისში შესაძლოა, აღინიშნოს მცირე ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +35, +37 გრადუსია მოსალოდნელი.