5 სექტემბერს საქართველოს უნგრეთის პრეზიდენტი ეწვევა
5 სექტემბერს საქართველოს უნგრეთის პრეზიდენტი ეწვევა

5-6 სექტემბერს უნგრეთის პრეზიდენტი იანოშ ადერი ​დელეგაციასთან ერთად საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის პრესსპიკერმა, ხატია მოისწრაფიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო-უნგრეთის ურთიერთობები განვითარების ახალ ფაზაში შედის და ორ ქვეყანას შორის ღრმავდება სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა.

ამასთან, უნგრეთი ვიშეგრადის ოთხეულის ჯგუფის წევრია. ჯგუფში შედიან უნგრეთი, პოლონეთი, ჩეხეთი და სლოვაკეთი.

მოისწრაფიშვილის თქმით, ოთხივე ქვეყანა საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს აქტიური მხარდამჭერია.