5-6 ივლისის მოვლენების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზნით 14 თებერვლის ბიუროს სხდომას დადგენილების პროექტი წარედგინება
5-6 ივლისის მოვლენების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზნით 14 თებერვლის ბიუროს სხდომას დადგენილების პროექტი წარედგინება

2021 წლის 5-6 ივლისის მოვლენების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზნით 14 თებერვლის ბიუროს სხდომას დადგენილების პროექტი წარედგინება.

კომისიის შექმნას „რეფორმების ჯგუფი“ ითხოვს. დადგენილების პროექტში ნათქვამია, რომ კომისიის მუშაობის მიზნად უნდა განისაზღვროს 5-6 ივლისს თბილისში განვითარებული მოვლენების, კერძოდ, მოქალაქეების კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების უხეში დარღვევა; მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებსა და მოქალაქეებზე ფიზიკური ძალადობა, თავდასხმა. ასევე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებზე, მედიასაშუალებებზე სავარაუდო კიბერშეტევები და სავარაუდო ორგანიზებული ძალადობრივი ჯგუფების ქმედებების შესაძლო კავშირი რუსეთის ფედერაციასთან, რომელიც იყენებს ჰიბრიდული ომის ტაქტიკას საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ.

რეგლამენტის მიხედვით, კომისიის შექმნას 50 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება, მისი უფლებამოსილების ვადა – სამი თვით განისაზღვრება.