„49 ნაცი პარლამენტიდან გაძევებულია, დარჩენილია 89 ნაცი“ - „გახარია news საქართველოსთვის“ ბანერი
„49 ნაცი პარლამენტიდან გაძევებულია, დარჩენილია 89 ნაცი“ - „გახარია news საქართველოსთვის“ ბანერი

„გახარია news საქართველოსთვის“ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა ბანერი, სადაც წერია: „49 ნაცი პარლამენტიდან გაძევებულია, დარჩენილია 89 ნაცი“.

ბანერზე ასევე განთავსებულია ოპოზიციური პარტიების ლიდერებისა და „ქართული ოცნების“ დეპუტატების ფოტოები.

„გახარია news საქართველოსთვის“ გვერდზე აღნიშნული ბანერი მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც პარლამენტმა სამი ოპოზიციური გაერთიანების 49 წევრს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა.

შეგახსენებთ, სამმა ოპოზიციურმა გაერთიანებამ („კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“) განცხადებები დაწერეს და სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ პარლამენტს მიმართეს. პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს, თუმცა მის წევრებს განცხადება ოფიციალურად არ დაუწერიათ და უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით პარლამენტისთვის არ მიუმართავთ.