ჰოლანდიაში მიკროავტობუსი მუსიკალურ ფესტივალზე მისულ მსმენელებს დაეჯახა

10:46, 18.06.2018

ჰოლანდიაში მიკროავტობუსი მუსიკალურ ფესტივალზე მისულ მსმენელებს დაეჯახა.

შემთხვევის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა 3 ადამიანი. ინციდენტი ქვეყნის სამხრეთით, ლანდგრაფის მუნიციპალიტეტში მოხდა.

ავტობუსის მძღოლი ადგილიდან სატრანსპორტო საშუალებასთან ერთად მიიმალა. მიმდინარეობს სამძებრო ოპერაცია.

მსგავსი