467 კილოგრამი ორჭიდში - ლაშა ტალახაძე საქართველოს ჩემპიონია
467 კილოგრამი ორჭიდში - ლაშა ტალახაძე საქართველოს ჩემპიონია

დუშეთში გამართულ ძალოსანთა საქართველოს პირველობაზე ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ ატაცში ჯერ 200, შემდეგ 210 და ბოლოს 217 კგ. დაძლია და ოქროს მედალი მოიპოვა.

რაც შეეხება აკვრას, ლაშა ტალახაძემ პირველ მისვლაზე 240 კგ-იანი შტანგა ვერ დაიმორჩილა. მან ეს წონა მეორე მისვლაზე დაძლია, მესამე ცდაზე კი 250 კგ. დააფიქსირა და აქაც პირველობა იზეიმა.

ორჭიდის ჯამში ლაშა ტალახაძის შედეგი 467კგ-ია.

ძალოსნობაში საქართველოს ჩემპიონატი დუშეთში სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. შეჯიბრი რეკომენდაციების სრული დაცვით მაყურებლის გარეშე ჩატარდა.