46 წლის იაგრი ისევ NHL-ზე ფიქრობს
46 წლის იაგრი ისევ NHL-ზე ფიქრობს

ლეგენდარულმა ჩეხმა ფორვარდმა, 46 წლის იარომირ იაგრმა აღნიშნა, რომ ჰოკეის ეროვნულ ლიგაში დაბრუნებას სცდის.

გასულ სეზონში, ვეტერანმა ჩეხმა 22 მატჩი ჩაატარა „კალგარის“ შემადგენლობაში და 7 ქულა (1+6) დააგროვა. სეზონის მსვლელობისას, NHL-დან წასვლის შემდეგ, იაგრმა კონტრაქტი ჩეხეთის „კლადნოსთან“ გააფორმა.

„არ მიყვარს საკუთარ თავზე ლაპარაკი, მაგრამ ერთი ფრაზა ვიცი: არასოდეს თქვა არასოდეს,“ – მოჰყავს iSport.cz-ს იაგრის სიტყვები. „დაბრუნების შანსი მაღალი არ არის, მაგრამ მე არასოდეს დამიხურავს ეს კარი“,- განაცხადა მან.