კახა კალაძე - გვინდა, ახლანდელი ზოოპარკის ტერიტორია მზიურის პარკს დავუკავშიროთ
კახა კალაძე - გვინდა, ახლანდელი ზოოპარკის ტერიტორია მზიურის პარკს დავუკავშიროთ

ქალაქის ცენტრში ერთიანი საპარკო სივრცე განთავსდება,-ამის შესახებ განცხადება თბილისის მერმა, კახა კალაძემ გააკეთა. მისი თქმით, ახლანდელი ზოოპარკის ტერიტორია მზიურის პარკს დაუკავშირდება. კახა კალაძემ თბილისის ზღვის მიმდებარედ, დენდროლოგიურ პარკსა და ახალ ზოოპარკზეც ისაუბრა.

„თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე,  დენდროლოგიური პარკის ახლოს ზოოპარკის გადატანა, წინა მერიის პირობებში დაიწყო. ჩვენ მას ერთიან კონტექსტში განვიხილავთ. დენდროლოგიური პარკის მოწყობა ჩვენი საარჩევნო დაპირება იყო, ისევე, როგორც ზოოპარკის კეთილმოწყობა. გვინდა, ახლანდელი ზოოპარკის ტერიტორია  მზიურის პარკს დავუკავშიროთ და გახდეს ერთიანი საპარკო სივრცე, რომელიც ქალაქის ცენტრში იქნება განთავსებული”,- განაცხადა კახა კალაძემ.