450 მატჩი სერია A-ში - გორან პანდევი რობერტო ბაჯოს მალე გადაასწრებს
450 მატჩი სერია A-ში - გორან პანდევი რობერტო ბაჯოს მალე გადაასწრებს

ჩრდილოეთ მაკედონიის საფეხბურთო ნაკრების კაპიტანმა გორან პანდევმა იტალიის საფეხბურთო ლიგაში 450-ე მატჩი ჩაატარა. ეს „ტორინოსთან“ შეხვედრაში მოხდა.

გორანი თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში თამაშობს იტალიურ ფეხბურთში და კონკრეტულად სერია A- ში. 2001 წელს 18 წლის ასაკში „ინტერმა“ აიყვანა და მას შემდეგ დიდი სახელიც მოიპოვა.

ესოდენ დიდი რაოდენობის შეხვედრის ჩატარება ტოპ-ლიგაში მხოლოდ გამორჩეულ მოთამაშეებს შეუძლიათ. პანდევი მხოლოდ 2 თამაშით ჩამორჩება რობერტო ბაჯოს, იტალიის ეროვნული ნაკრების ლეგენდას, „იუვენტუსის“, „მილანის“, „ინტერის“ ყოფილ მოთამაშეს.

პანდევი ამ მაჩვენებლით ლეგიონერებში მეოთხეა: პირველი არგენტინელი ხავიერ ძანეტია 615 მატჩით, შემდეგ მოდიან სლოვენიელი მეკარე სამირ ჰანდანოვიჩი (485) და ბრაზილიელი ხოსე ალტაფინი (459).

სერია A-ში ყველაზე მეტი მატჩის ჩამტარებელ მოთამაშეთა სიის სათავეში არიან ლეგენდები – ჯანლუიჯი ბუფონი (688), პაოლო მალდინი (647), ფრანჩესკო ტოტი (619)…