420 დევნილ ოჯახს წყალტუბოში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინები გადაეცა
420 დევნილ ოჯახს წყალტუბოში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინები გადაეცა

420 დევნილ ოჯახს წყალტუბოში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინები გადაეცა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცნობით, 560 ოჯახზე გათვლილ თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელ კომპლექსში 140 ბინა იძულებით გადაადგილებულმა ოჯახებმა 2020 წელს მიიღეს, 420 დევნილი ოჯახი კი ახლა განსახლდება.

უწყებაში ასევე აცხადებენ, რომ წყალტუბოში იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის ბინების მშენებლობის პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განხორციელდა და ჯამში, მისი ღირებულება 37 მილიონ ლარზე მეტია.