40 წლის მოდრიჩი სერია A-ში ლიდერია ხუთ სტატისტიკურ კომპონენტში #1TVSPORT
40 წლის ლუკა მოდრიჩი ლიდერობს სერია A-ში ხუთი სტატისტიკური მაჩვენებლით.
Opta Sports-ის მონაცემებით, „მილანის“ ნახევარმცველი საუკეთესოა იტალიის ჩემპიონატში ზუსტი გადაცემების (300), მეტოქის ნახევარზე პასების (169), ხაზებს შორის პასების (46), ბურთის ფლობის დაბრუნებისა (31) და ჩაჭრების (10) რაოდენობით.
მოდრიჩის აქტივში ასევე არის გოლი და შედეგიანი გადაცემა სერია A-ს ხუთ მატჩში.
ხორვატი იტალიურ კლუბში ამ ზაფხულს გადავიდა თავისუფალი აგენტის სტატუსით.