თბილისში, „ისრაელის სახლში“ ებრაული ტურისტული სააგენტოებისთვის პრეზენტაცია მიმდინარეობს
თბილისში, „ისრაელის სახლში“ ებრაული ტურისტული სააგენტოებისთვის პრეზენტაცია მიმდინარეობს

თბილისში, „ისრაელის სახლში“ 40 ებრაული ტურისტული სააგენტოსთვის საქართველოში ებრაული კულტურული მემკვიდრეობის მარშრუტისა და საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ პრეზენტაცია მიმდინარეობს.

შეხვედრაზე საქართველოში ებრაული კულტურული მემკვიდრეობის მარშრუტის შესახებ ისრაელის სახლის მიერ მომზადებულ დოკუმენტურ ფილმს აჩვენებენ.

პროექტს „ისრაელის სახლი“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ეგიდით მეორე წელია ახორციელებს.

არსებული ინფორმაციით, 2017 წელს საქართველოში ისრაელიდან ჩამოსული ტურისტების რაოდენობამ 130 000 მიაღწია.