40 მოხალისე მასწავლებელი საქართველოს რვა რეგიონის საჯარო სკოლასა და პროფესიულ სასწავლებელში განაწილდება
40 მოხალისე მასწავლებელი საქართველოს რვა რეგიონის საჯარო სკოლასა და პროფესიულ სასწავლებელში განაწილდება

მოხალისე მასწავლებელთა ახალ ჯგუფს საორიენტაციო ტრენინგები უტარდებათ. პროგრამის „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ მონაწილეები ქართული ენის მოკლე კურსს, ინტერკულტურულ კომუნიკაციასა და მეთოდოლოგიას ეცნობიან.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 40 მოხალისე მასწავლებელი საქართველოს რვა რეგიონის საჯარო სკოლასა და პროფესიულ სასწავლებელში განაწილდება.

პროგრამა 2010 წელს ამოქმედდა. მოხალისე მასწავლებლები ცხოვრობენ მასპინძელ ოჯახებში და დასაქმებულნი არიან საქართველოს საჯარო სკოლებში, სადაც უცხოური ენის ადგილობრივ მასწავლებლებთან და თემის სხვა წევრებთან თანამშრომლობით, აქტიურად ერთვებიან სასკოლო ცხოვრებაში.

დატოვე კომენტარი