4 ოქტომბერს ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული შვიდი პირი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა
4 ოქტომბერს ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული შვიდი პირი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა

4 ოქტომბერს ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებულები – გიორგი ჩახუნაშვილი, ია დარახველიძე, დავით ჟღენტი, კონსტანინე კოკაია, კახაბერ მჟავანაძე, ზაქრო ალბუთაშვილი და დავით სტურუა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი გელაშვილმა მიიღო. შვიდივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო და ხუთი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

სხდომათა დარბაზში დააკავეს მანამდე გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებული ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი.

რაც შეეხება ასევე გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებულ ია დარახველიძეს, რომელიც განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია, მის მიმართ ძებნა გამოცხადდება.

4 ოქტომბრის საქმის ფარგლებში ზემოაღნიშნულ შვიდ პირს ბრალდება წარდგენილი ჰქონდა სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილითაც, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

ამასთან, აღნიშნულ საქმეზე დაკავებული 64 პირიდან 22-ს საპროცესო შეთანხმება უკვე გაუფორმდა.