საქართველოში 4-5 იანვარს უნალექო ამინდი შენარჩუნდება
საქართველოში 4-5 იანვარს უნალექო ამინდი შენარჩუნდება

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 4-5 იანვარს უნალექო ამინდი შენარჩუნდება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე 4-5 იანვარს გაძლიერდება აღმოსავლეთის მიმართულების ქარი და ჰერის მაქსიმალური ტემპერატურა დაახლოებით 17-19 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

„მთიან რაიონებში მოსალოდნელია 10-15 და მაღალ მთაში 5-10 გრადუსი სითბო. აღმოსავლეთ საქართველოს აღმოსავლეთ რაიონებში შესაძლებელია, ღრუბლიანობამ მოიმატოს, ზოგან აღინიშნოს ნისლი და ჰაერის მაქსიმალური ტმეპერტურა 7-12 გრადუსი იქნება. ახალაქალაქი ბაკურიანის მიდამოებში 5-10 გრადუსი სიათბოა მოსალოდნელი.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში უნალექო, ღრუბლიანი ამინდებია მოსალოდნელი და ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 8-10 გრადუსის ფარგლებში იქნება. დასავლეთიდან შედარებით სითბო რომ შემოდის სიცივეში, კონტრასტია და ეს ნისლს იწვევს“, – განუცხადა დოდო გვაზავამ საქართველოს პირველ არხს.