როტერდამის „ფეიენოორდის“ ფორვარდი რობინ ვან პერსი ჰოლანდიის ჩემპიონატში აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. 35 წლის ჰოლანდიელმა გასულ თვეში 4 მატჩი ჩაატარა ერედივიზიონში და 4 გოლითა და 2 შედეგიანი პასით გამოიჩინა თავი.
შეგახსენებთ, რომ ვან პერსი მშობლიურ კლუბში 2018 წლის იანვარში დაბრუნდა ჰოლანდიის გარეთ 14-წლიანი კარიერის შემდეგ. ის თამაშობდა „არსენალში“, „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და „ფენებრაჰჩეში“.