34 დევნილ ოჯახს გორსა და ხაშურში საცხოვრებელი ფართები გადაეცემა
34 დევნილ ოჯახს გორსა და ხაშურში საცხოვრებელი ფართები გადაეცემა

დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ ამ ეტაპზე შიდა ქართლის რეგიონში, იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის ბინების განაწილების პროცესი დაასრულა. გორსა და ხაშურში, ახალაშენებულ კორპუსებში, გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, საცხოვრებელი ფართი 34 დევნილ ოჯახს გადაეცემა.

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს წარმომადგენლები ინდივიდუალურად შეხვდებიან იმ დევნილებს, რომლებსაც ბინების განაწილების პროცესთან დაკავშირებით შეკითხვები აქვთ. დევნილების მიღება გორში, (სამების ქ.N-1) რეგიონალური სამმართველოს შენობაში 24 თებერვალს, 10:00 საათზე დაიწყება და დღის ბოლომდე გაგრძელდება.

შიდა ქართლის რეგიონში არსებულ ბინებზე, რომლებიც ამ ეტაპზე ვერ განაწილდა, დამატებითი განაცხადების მიღება გამოცხადდება.

დატოვე კომენტარი