333 დევნილ ოჯახს ბინები საკუთრებაში დაუმტკიცდა
333 დევნილ ოჯახს ბინები საკუთრებაში დაუმტკიცდა

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კიდევ 333 დევნილ ოჯახს ბინები საკუთრებაში დაუმტკიცდა, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„მათ შორის, რამდენიმე იყო ისეთი ადგილი, სადაც მრავალი წლის განმავლობაში იყო პრობლემა და მისი გადაწყვეტა ვერ ხერხდებოდა. მაგალითად, თელავში ყოფილი პროფსასწავლებლის შენობები, რომლებიც გარემონტდა და მრავალი წლის განმავლობაში იქ დევნილები ცხოვრობდნენ, არ იყო გადაცემული დევნილებისთვის. საქართველოს მასშტაბით იყო რამდენიმე ასეთი შენობა. პირველ რიგში, მინდა დევნილებს მივულოცო, რადგან 333-ვე ოჯახს აქვს კარგი საცხოვრებელი პირობები, უბრალოდ ოჯახები ცხოვრობდნენ ისე, რომ მათ არ ჰქონდათ საკუთრების უფლება და დღეიდან ისინი არიან ჩვეულებრივი საკუთრების მფლობელები, როგორც ნებისმიერი სხვა მოქალაქე“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.