31 მაისის 12:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

12:13, 31.05.2025

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

უწყების ცნობით, შეზღუდვის მიზეზი გზის მონაკვეთზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოებია.

„საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ106 (გუდაური-კობი) მონაკვეთზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო 2025 წლის 31 მაისის 12:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე გზის აღნიშნულ მონაკვეთზე იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია“, – ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი