3000 ქულა ევროლიგაზე - თორნიკე შენგელია „პანათინაიკოსთან“ საუკეთესო იყო [ვიდეო] #1TVSPORT 

თორნიკე შენგელიას „ვირტუსმა“ ევროლიგაზე ბერძნულ „პანათინაიკოსს“ უმასპინძლა. პირველ ტაიმში სტუმრები გაცილებით უკეთ გამოიყურებოდნენ და 13 ქულითაც დაწინაურდნენ. „ვირტუსმა“ თამაში მეორე ტაიმში გამოასწორა, ბოლო წამებზე მატჩის გადარჩენის შანსიც ჰქონდა, მაგრამ საბოლოოდ 79:81 დამარცხდა.

თორნიკე შენგელია 25-იანი სარგებლიანობის კოეფიციენტით ორივე გუნდში საუკეთესო იყო: 29 წუთში მან 19 ქულა (6/5 ორქულიანი, 4/2 სამიანი, 4/3 საჯარიმო), 4 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა.

სწორედ ამ შეხვედრაში მიაღწია მან ევროლიგაზე 3000-ქულიან ნიშნულს, რაც არც სტაისტიკოსებს გამოპარვიათ და არც რეპორტაჟის რეჟისორებს.

ბოლონიის „ვირტუსს“ 17 მოგება, 15 წაგება აქვს და მე-8 ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 5 აპრილს მილანში „არმანის“ წინააღმდეგ გამართავს.